вторник, 24 июня 2014 г.

დღე მეცხრე

ჩვენი თრენინგი დასრულდა.ცხრა დღის განმავლობაში საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი სამუშაო შევასრულეთ.ამავე დროს საინტერესო.გვქონდა უამრავი დავალება,რასაც შეძლებისდაგვარად ვართმევდი თავს.ტრენერი იყო მაქსიმალურად მობილიზებული  და ყურადღებიანი რაც ჩემზე დადებითად მოქმედებდა.დღეს მოვახდინეთ ნაშრომის გაერთიანება,შეჯამება.თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა პრეზენტაცია,ყურადღებით გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,გვქონდა ამომწურავი პასუხები კითხვებზე.ტრენინგზე შესწავლილი მასალა ვფიქრობ,გამომადგება როგორც გრძელვადიანი პროექტის მომზადებისას,ასევე საგაკვეთილო პროცესშიც.უღმესი მადლობა!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

понедельник, 23 июня 2014 г.

დღე მერვე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.დღეს გავეცანით ფასილიტაციის მასალებს,ვნახეთ ნიმუშები,შევასრულეთ სავარჯიშოები.გარდა იმისა რომ მასალა საინტერესოა,ამ რვა დღის განმავლობაში ერთმანეთს დავუახლოვდით,ერთმანეტის გამოცდილებას ვიზიარებთ,ტრენერი თბილი და უშუალო ადამიანია,რაც პოზიტივია ყველასთვის.

суббота, 21 июня 2014 г.

დღე მეშვიდე-ყველაზე დამღლელი

დღეს ძალიან დავიღალე,რადგან პროექტის  ბევრი კომპონენტი დავასრულე.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე,რაც ვთვლი,რომ მომავალში გამომადგება.საინტერესო იყო შეფასების ელექტრონული ბიბლიოთეკაც,რაც ახალი იყო ჩვენთვის და გამოსაყენებელი.საინტერესო დღე იყო.

пятница, 20 июня 2014 г.

დღე მეექვსე

დღეს მშვენივრად ვიმუშავე,მხოლოდ დღეს მომეწონა ჩემი თავი სხვა დღეებთან შედარებით.საინტერესო იყო ყველაფერი.