четверг, 20 мая 2010 г.

ტყე შეუნახე შვილებსა



  1. პროექტის სახელი: ,,ტყე შეუნახე შვილებსა"
  2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ, თუ რა სიკეთე მოაქვს ტყეს ადამიანისათვის და რა უარყოფით გავლენას ახდენს დაბინძურებული ტყის მასივი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  3. პროექტის სრული აღწერა: მიზანი– 1)მოსწავლეები შეხვდებიან ბიოლოგიის, გეოგრაფიის მასწავლებლებს, უბნის ექიმს, მათგან მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია განადგურების პირას მისულ, დაბინძურებულ ტყეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. 2) მოივლიან ტყეს, მის მიმდებარე ტერიტორიას, შეისწავლიან დაბინძურებულ ადგილებს, მოაგროვებენ ფოტომასალას, შეხვდებიან რეინჯერებს, მათგან მიიღებენ სრულ ინფორმაციას ტყის სავალალო მდგომარეობის შესახებ. 3) შეუთანხმდებიან ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებს, რათა მოაწყონ ერთი ეკოლოგიური დღე ან ეკოკვირეული. 4) შეიქმნება ჯგუფი, რომელიც შეხვდება სოფლის მოსახლეობას, მიაწვდის ინფორმაციას, ფოტომასალს, თუ რა მდგომარეობაშია ტყე და სთხოვს ეკოკვირეულისთვის დახმარებას. 5) ინტერნეტში მოიძიებენ ფოტოებს ტყის თემაზე, კომპიუტერში შექმნიან ტრანსპარანტებს წარწერით – ,,ტყე შეუნახე შვილებსა", ,,ჩვენ ბუნებაში ვართ, ბუნება ჩვენია". სკოლის შესასვლელთან გამოაკრავენ გაზეთს – ,,ტყე შეუნახე შვილებსა", სადაც ისაუბრებენ ტყის პრობლემებზე.
4. მოსალოდნელი შედეგები: 1) მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების უნარი და ისწავლიან, თუ როგორ გადაჭრან პრობლემა.
2) დაამყარებენ კავშირს მოსახლეობასთან და მათი დახმარებით შეძლებენ დაბინძურებული ტერიტორიის ლიკვიდაციას.
3) ისწავლიან ბუნების დაცვას, გაფრტხილებას და ასწავლიან, მიუთითებენ სხვებსაც.
5. მონაწილეთა ასაკი: მეორე საფეხურის მოსწავლეები.
6. ვადები: 1–2 თვე.
7. სასარგებლო სხვებისათვის: ამ მიზნის განხორციელების შემდეგ აღდგება და გამოცოცხლდება ოდითგან მრავალფეროვანი ჯიშებით ცნობილი ტყე, ეს კი სასარგებლო იქნება სრულიად სოფლისთვის. გაუფრთხილდებიან და დაიცავენ ბუნებას.
8. სამუშაო ენა: ქართული
9. საგნებთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტ.
10. პროექტის ფასილიტატორი მასწავლებელი: თინათინ ლეკიაშვილი
11. ელ. ფოსტა: tiniko.lekiashvili93@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий